მეორე ენის სწავლა/სწავლება
მულტილინგვური განათლების
კონტექსტში


ქართულის, როგორც მეორე /უცხო ენის, სწავლებისთვის განკუთვნილი დამხმარე მედიარესურსები 


პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვისსავარჯიშოების კრებულის მიზანია გააადვილოს ქართულის, როგორც მეორე/უცხო, ენის სწავლების პროცესი, გამოკვეთოს პრობლემები და მათი პრაქტიკით ხელი შეუწყოს საკითხების ათვისებას, სწავლების პროცესი გახადოს იოლი, პრაქტიკული და სახალისო.

საგანმანათლებლო თამაშების სერია - საგანმანათლებლო თამაშების სერია (სულ 12 კომპაქტ დისკი), რომელიც განკუთვნილია პირველი-მეთორმეტე კლასების არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის, მისდევს თორმეტდონიანი სახელმძღვანელოს შინაარსს.

ქართული ენის სახელმძღვანელო: Gürcüce Modul-1 -  ქართული ენის სახელმძღვანელო: Gürcüce Modul-1 (ქართული  – წიგნი-1) განკუთვილია თურქეთის სკოლების V კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც არჩევით საგნად სწავლობენ ქართულ ენას. წიგნის ინსტრუქციის ენა არის ქართული, ამდენად მისი გამოყენება შეუძლია ქართული ენის სწავლა/სწავლებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

ქართული ენის სახელმძღვანელო: Gürcüce Modul-2 - ქართული ენის სახელმძღვანელო: Gürcüce Modul-2 (ქართული – წიგნი-2), რომელიც პირველი წიგნის გაგრძელებაა, განკუთვილია თურქეთის სკოლების VI კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც არჩევით საგნად სწავლობენ ქართულ ენას. წიგნის ინსტრუქციის ენა არის ქართული, ამდენად მისი გამოყენება შეუძლია ქართული ენის სწავლა/სწავლებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

ქართულისროგორც უცხო ენის სასწავლო ვებგვერდი -  www.geofl.ge ქართულის, როგორც უცხო ენის სასწავლო ვებგვერდია. მასზე განთავსებულია ენის ფლობის დონეებზე გაწყობილი ქართული ენის სახელმძღვანელო კომპლექტები და საკითხავი ლიტერატურა, მეთოდური მასალები, ინტერაქციული სავარჯიშოები, ონლაინსავარჯიშოები, გრამატიკული რესურსები. ცალკეა გამოიყო საბავშვო სივრცე.

კითხვის კიბე - „კითხვის კიბე“ განკუთვნილია ქართულის, როგორც მეორე ენის, შემსწავლელებისთვის და წარმოადგენს კითხვის უნარების განმავითარებელ დამხმარე რესურსს. შედგება 20 თანმიმდევრული საფეხურისგან და მოიცავს 416 ტექსტს. ახლავს ვიდეოინსტრუქციები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ვიდეოგაკვეთილები ქართული ენის თურქულენოვანი შემსწავლელებისთვის: ვიდეოგაკვეთილები განკუთვნილია ქართული ენის თურქულენოვანი შემსწავლელებისთვის. შედგება რამდენიმე ნაწილისაგან: გრამატიკა, ლექსიკა, ფრაზეოლოგია, მოსასმენი დიალოგები და ინფორმაცია საქართველოს შესახებ. რესურსი შექმნილია ორგანიზაცია „კულდეასთან“ თანამშრომლობით.

მოსასმენი დიალოგები: დიალოგები მიზნად ისახავს ქართული ენის შემსწავლელების მოსმენისა და ლაპარაკის უნარების განვითარებას. რესურსში მოცემულია მოკლე დიალოგები, რომლებიც ასახავს ყოველდღიურ სალაპარაკო სიტუაციას და ახლავს წარწერები.


რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები