მეორე ენის სწავლა/სწავლება
მულტილინგვური განათლების
კონტექსტში


SeLTAME 2018


 2018 წლის 15-17 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო), ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (საქართველო) მიერ ჩატარდა მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
 
კონფერენციის მიზანი - განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
 
კონფერენციის სამუშაო თემები:
  • მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა;
  • ინტერკულტურული განათლების ასპექტები;
  • მეორე / უცხო ენის სწავლა / სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
  • ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება;
  • ელექტრონული / დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;
  • ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;
  • ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.

კონფერენციის პროგრამა

 

რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები