მეორე ენის სწავლა/სწავლება
მულტილინგვური განათლების
კონტექსტში


ვორქშოფი


2018 წლის 15-17 თებერვალს საერთაშორისო კონფერენციის „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“ ფარგლებში ჩატარდება თემატური ვორქშოფი სტუდენტებისთვის. ვორქშოფის დროს მეორე ენის სწავლება/სწავლის სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ ლექციებს წაიკითხავენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი სპეციალისტები.

ვორქშოფის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

ვორქშოფი მოიცავს 12 საათს და გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში (4-4 საათი ყოველდღიურად).

 

ვორშოფის თემატიკა:

✓      მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა;
       - ინტერკულტურული განათლების ასპექტები;

✓      მეორე / უცხო ენის სწავლა/სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;

✓      ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება;

✓      ელექტრონული/დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;

✓      ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით.

 

ვორქშოფის ბოლო დღეს, 17 თებერვალს, სტუდენტები გააკეთებენ პრეზენტაციებს; პრეზენტაციის თემები შეირჩევა ვორკშოფის მსვლელობისას, სტუდენტთა ინტერესებიდან გამომდინარე.

წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს, რომლებშიც აღნიშნული იქნება მოსმენილი ლექციების ჩამონათვალი და საათების რაოდენობა.

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ  შემდეგ მისამართზე: workshop.seltame@tsu.ge.

 

რეგისტრაცია დასრულდება 2018 წლის 25 იანვარს. 


რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები