მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში
2018 წლის 15-17 თებერვალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო) აწყობს მესამე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის სამუშაო თემებია:
მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა;
ინტერკულტურული განათლების ასპექტები;
მეორე / უცხო ენის სწავლა / სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება;
ელექტრონული / დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;
ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;
ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.
თეზისების მიღება გრძელდება 2017 წლის 25 დეკემბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: seltame@tsu.ge